ჰუბერტ ქნირშის განცხადება 

ჰუბერტ ქნირში გამოცემა „ბილდში“ გამოქვეყნებულ სტატიას პასუხობს.

გერმანიის ელჩი ამბობს, რომ ყველას თავისუფლად შეუძლია გამოთქვას საკუთარი აზრი მის საქმიანობაზე, თუმცა სტატია არანაირად არ იმოქმედებს მის თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის“, – აცხადებს ქნირში.

შეგახსენებთ, რომ სტატია სახელწოდებით „ცუდი ეჭვები საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ“ გამოცემა „ბილდში“ დაიბეჭდა. პუბლიკაციის მიხედვით, ქნირში „მიიჩნევა პროსამთავრობო პოზიციების მქონე დიპლომატად. მისი მეუღლე კი „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ უნივერსიტეტში მუშაობს“. სტატიის ავტორის რესპონდენტებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელი, გიორგი თაბაგარი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წევრი, გიორგი ონიანი.