ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობები

21:16, 09.08.2026

ქვეყანამ უნდა გადალახოს „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობა, – ასეთია ირანის პრეზიდენტის პოზიცია.

სპარსეთის ყურეში საზღვაო ბლოკადის მოხსნა, საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანა და ომის სამუდამოდ დასრულება, – ესაა პირობები, რომლებიც აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ამოწურვისა და ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნისთვის უნდა შეასრულოს. გარდა ამისა, თეირანი ვაშინგტონისგან ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევის გამო, რეპარაციების გადახდას ითხოვს. პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ომანთან დროებითი საზღვაო მარშრუტის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, თუმცა ეს შეთანხმება ჰორმუზის სრუტის ხელახალ გახსნას არ ნიშნავს.

დასახელებული პირობების მიუხედავად, უცვლელია აშშ-ის პოზიცია. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ამბობს, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი საგრძნობლად დასუსტებულია და ვაშინგტონი მზადაა თეირანზე ზეწოლა გააძლიეროს.

მსგავსი