ჰორმუზის სრუტის ბლოკადა – გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე
ამერიკასა და ირანს შორის ჩიხში შესული მოლაპარაკების პროცესი და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გლობალურ ეკონომიკაზე ყოველდღიურად მძიმე კვალს ტოვებს.
ირანი სრუტის სახით ზეწოლის მთავარი ინსტრუმენტის გამოყენებას განაგრძობს. ნავთობის ფასმა უკვე 110 დოლარს გადააჭარბა. სრუტის არ გახსნის შემთხვევაში ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც არსებულ ენერგოკრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს. ამერიკული მხარე ადასტურებს, რომ ბირთვული იარაღის საკითხი უთანხმოების მთავარი თემაა. ვაშინგტონი გამდიდრებული ურანის მარაგების დათმობას ითხოვს, რასაც ირანი არ თანხმდება. შესაბამისად, მოლაპარაკების მეორე რაუნდის გამართვის პერსპექტივა ბუნდოვანია. ამერიკა თეირანზე ზეწოლის მოსახდენად და საკუთარ პირობებზე დასათანხმებლად საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებას ითხოვს. ამ ფონზე ევროპის ქვეყნები ენერგოკრიზისით მიყენებულ ზარალს ითვლიან და ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის გზებს ეძებენ. ცალკეული ქვეყნები მოსახლეობას მომავალში მოსალოდნელ კრიზისზე აფრთხილებენ.