HILTON -ისა და WYNDHAM -ის კომპლექსი თბილისში

21:37, 08.10.2026

ქართული დეველოპერული კომპანიისა და პრემიუმ კლასის სასტუმროების ორი უმსხვილესი ქსელის თანამშრომლობის შედეგი – საქართველოში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის მშენებლობა იწყება. ორ მილიარდიანი ინვესტიციით, ნაძალადევის რაიონში 21 ჰექტარზე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური უბანი აშენდება. „არქი გრანდ ავენიუ“ – ასე ჰქვია ახალ უბანს, სადაც ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების გლობალური ბრენდების, „ჰილტონის“  სასტუმრო და „უინდჰემის“  რეზიდენციები განთავსდება. ახალი კომპლექსის საძირკველში კაფსულა ცოტა ხნის წინ ჩაიდო, ოფიციალურ ცერემონიას პრემიერი, მთავრობის წევრები და ქალაქის მერი ესწრებოდნენ.

მსგავსი