ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო კიდევ ერთხელ დაჯარიმებული ობიექტი – ბოლო ერთ წელში ზუგდიდის აგრარულ ბაზარში დარღვევები მეხუთედ გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ პროდუქტების რეალიზაცია არასათანადო პირობებში ხდება, ხელმძღვანელობა სამართლებრივ დავას იწყებს. როგორც ირკვევა, ჰიგიენის წესების დარღვევა მხოლოდ ზუგდიდის ბაზრით არ შემოიფარგლება. წლის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 36 აგრარული ბაზარია დაჯარიმებული. აქედან ხუთში დაწესებულ სტანდარტებთან კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა.