„ჰერითიჯ ფონდის“ ანგარიში

„ნატო-ს 2021 წლის სამიტი – ერთგული მოკავშირე – საქართველოს მხარდაჭერის დროა“ – ამ სათაურით აქვეყნებს „ჰერითიჯ ფონდი“ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს. ავტორი მიიჩნევს, რომ ბრიუსელში 14 ივნისს დაგეგმილი სამიტი შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება ნატო-სთვის, გააძლიეროს თბილისთან ურთიერთობა და შეინარჩუნოს საქართველო წევრობის გზაზე.

ანგარიშში აღნიშნულია სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც, საქართველო ალიანსისთვის მნიშვნელოვანია: საქართველო საიმედო პარტნიორია; ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა მნიშვნელოვანია ნატო-ს გეოპოლიტიკური მიზნებისთვის კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში; საქართველოს დემოკრატიისკენ მიმავალი გზა მაგალითია ფართო ევრაზიული რეგიონისთვის.

ასევე აღნიშნულია, საქართველო ასევე ახორციელებს თავდაცვის გარდაქმნის პროგრამას, რომელიც მაგალითია მთელი ნატო-სთვის. ახლა კი მოქმედების დროა, – წერია ანგარიშში.