ჰერბერტ როილი: ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა საგანგაშო არ არის

ვესტფალიის მოსახლეობა უკმაყოფილოა, მაგრამ ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა საგანგაშო არ არის – ამის შესახებ ჰერბერტ როილიმ განაცხადა.

ჩრდილოეთ რაინვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შემცირების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზეც.

ხაზი გაესვა მთავრობის მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიას და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.