ჰენრი ნოვაკის საქმე – საპროტესტო აქციები ბრიტანეთში
ექვსი თვის შემდეგ გამოქვეყნებული კადრები, რამაც დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთჰემპტონში არეულობა გამოიწვია. პოლიციის სამხრე კამერების მიერ აღბეჭდილ მასალებში ჩანს, როგორ აკავებენ დაჭრილ ახალგაზრდას, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლის. დახმარების არაერთ თხოვნაზე, შველის ნაცვლად მიწაზე დაცემულ ბიჭს ხელბორკილებს ადებენ. სამართალდამცველის ქმედებაზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმის მთავარი ფიგურანტი, ანუ ის პირი, რომელმაც ნოვაკზე იძალადა და შემდეგ პოლიციელები შეცდომაში შეიყვანა, ციხეში უკვე იხდის სასჯელს. ორი დღის წინ მას უვადო პატიმრობის ვერდიქტი გამოუტანეს. 18 წლის ჰენრი ნოვაკის დაღუპვის რეზონანსულ საქმეს და სამართალდამცველის ქცევას მწვავე პროტესტი მოჰყვა – საუზჰემპტონი მასშტაბურმა აქციამ მოიცვა, რა დროსაც პოლიციელებთან დაპირისპირება მოხდა.