ისტორიული სამიტის დაწყებამდე 2 საათი რჩება. ჰელსინკიში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. წინასწარი ცნობით, მოლაპარაკებები დაახლოებით სამი საათი გაგრძელდება. ტრამპი ჰელსინკიში გუშინ საღამოს ჩამოვიდა. მას თან ახლავს პირველი ლედი მელანია ტრამპი. ტრამპს პირველი შეხვედრა ფინეთის პრეზიდენტთან ჰქონდა.
რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, ის ფინეთში დღეს ჩაფრინდება. ორი ლიდერის შეხვედრასთან დაკავშირებით, ფინელ ექსპერტებს სხვადასხვა მოლოდინები აქვთ. ჯერ უცნობია, მოხვდება თუ არა მათ სასაუბრო თემებს შორის საქართველო და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები.
ჰელსინკში, ისევე როგორც გუშინ, დღესაც დაგეგმილია რამდენიმე საპროტესტო აქცია.