„ჰამასის“’ ლიდერის განცხადება

„ჰამასის“ წარმომადგენელი ღაზი ჰამადი აცხადებს, რომ „ჰამასი“ ისრაელზე თავდასხმას გააგრძელებს მანამდე, ვიდრე არ გაანადგურებს მას. როგორც ჰამადმა ლიბანურ არხთან ინტერვიუში თქვა, ისრაელი მთლიანად უნდა განადგურდეს პალესტინის მიწაზე, ხოლო მისი არსებობა ალოგიკურია. მან ასევე განაცხადა, რომ „ჰამასი“ არ აპირებდა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, მაგრამ ადგილზე „გართულებები“ იყო.