„ჰამასის“ ლიდერი მუჰამედ სინვარი ლიკვიდირებულია

ისრაელის სამხედრო ძალებმა დაადასტურეს, რომ „ჰამასის“ სამხედრო ლიდერი მუჰამედ სინვარი მოკლეს. როგორც „გარდიანი“ წერს, სინვარი 13 მაისს არის მოკლული. მანამდე მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის ხან იუნისში, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიწისქვეშა გვირაბზე განხორციელებული დარტყმის შედეგად იქნა მოკლული. მუჰამედ სინვარი „ჰამასის“ ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც 2024 წლის ოქტომბერში ისრაელმა მისი უფროსი ძმა, იაჰია სინვარი მოკლა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მუჰამედ სინვართან ერთად, „ჰამასის“ მაღალი რანგის რამდენიმე პირია მოკლული.