„ჰამასის“ განცხადება

„ჰამასის“ განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტამდე ტყვეების გაცვლის პროცესი არ მოხდება. „ჰამასის“ წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე, რაც, მისი თქმით, ღაზის სექტორიდან ჯარების სრულად გაყვანას, იძულებით გადაადგილებულების საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებას, სამედიცინო დახმარებასა და რეკონსტრუქციის პროცესის დაწყებას გულისხმობს.