„ჰამასის“ განცხადება

„თუკი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გამოსცემს გადაწყვეტილებას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ჰამასი დაიცავს მას“, – ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა, ოსამა ჰამდანმა ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჰამდანის თქმით, „ჰამასი“ გაათავისუფლებს ისრაელელ მძევლებს ღაზაში, თუ ისრაელი გაათავისუფლებს ყველა პალესტინელ პატიმარს. მედიის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ისრაელი აცხადებს, რომ იქამდე არ გაჩერდება, ვიდრე „ჰამასი“ არ განადგურდება და ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.