ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობა

პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ ჰაიტიში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ეჭვმიტანილთა ადგილსამყოფელი სამართალდამცავებისთვის უკვე ცნობილია. ხელისუფლების ინფორმაციით, ისინი კარგად შეიარაღებულები არიან, მათ განეიტრალებას ახლა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ. დედაქალაქში პერიოდულად სროლის ხმა ისმის. ქვეყანაში მეორე დღეა, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ქუჩები ცარიელია, მოსახლეობა კი პანიკაშია. ამერიკის უღარიბეს ქვეყანაში, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს ერთობლივად ებრძვის, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ პრეზიდენტი, ჯოვენელ მოისე საკუთარ სახლში მოკლა. ჰაიტის 11-მილიონიანი მოსახლეობის 59 % სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ქვეყანას დამანგრეველი შედეგები 2010 წლის მიწისძვრამ და 2016 წელს, ქარიშხალმა „მეთიუმ“ მოუტანა.

დატოვე კომენტარი