ჰაიკო მაასის განცხადება

ქართველები ორი წელია, უვიზოდ მოგზაურობენ გერმანიაში, თავად ქართველებს კი, საქართველოში ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზს უკეტავენ, – ეს გერმანიის პირველი დიპლომატის, ჰაიკო მაასის განცხადებაა.

გერმანია მტკიცედ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. დავით ზალკალიანმა და ჰაიკო მაასმა, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები უნდა დასრულდეს.