გზის რეაბილიტაცია კიკეთში

18:22, 21.07.2018

კიკეთში ცომაიასა და თაყაიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში კეთდება გზის საფარი, იწმინდება წყალგამტარი მილები. პროექტი, რომლის ღირებულება ერთი მილიონი ლარია, აგვისტოში უნდა დასრულდეს.

აღდგენით სამუშაოებს თბილისის მერი და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გაეცნენ.

 

მსგავსი