გზის პრობლემა თუშეთში  

ახმეტის რაიონის მოსახლეობა სამი წლის წინ შექმნილი და დღემდე მოუგვარებელი პრობლემის გადაჭრას ითხოვს.

პროტესტს იწვევს თუშეთისკენ მიმავალი გზის 56-ე კილომეტრზე მეწყრული პროცესების შედეგად წარმოქმნილი ხელოვნური ტბა, რომელიც სეზონურად, ადგილობრივებს გადაადგილების დროს, ბარიერებს უქმნის. შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად მესაქონლეები ზარალდებიან, რომლებიც პირუტყვის მთის საძოვრებზე გაშვებას ვერ ახერხებენ. პრობლემები აქვთ იმ ოჯახებსაც, რომელთა შემოსავლის მთავარი წყარო ტურიზმია. ადგილობრივი ხელისუფლება გზის აღდგენას მაისის ბოლოსთვის აანონსებდა, თუმცა ერთი თვის წინ მდინარე სტორის ადიდებამ და მასშტაბურმა სტიქიამ გეგმა შეცვალა. პრობლემურ ზონაში დღეს სპეციალურად ამ საკითხზე შექმნილი უწყებათშორისი კომისიის დელეგაცია ჩავიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო.