გზავნილები აშშ-დან და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები

მზაობა თბილისისა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის თუ პროტოკოლური შინაარსის ტექსტი? — დონალდ ტრამპის მიერ მიხელ ყაველაშვილის სახელზე გამოგზავნილი მისალოცი წერილი ქართულ პოლიტიკურ წრეებში მეორე დღეა განხილვის მთავარი თემაა. ოპოზიცია ტრამპის წერილს შაბლონურ ტექსტს უწოდებს და აქცენტს მარკო რუბიოს წერილსა და ამერიკის საელჩოს განცხადებაზე აკეთებს. განსხვავებულად ფიქრობენ მმართველ გუნდში, სადაც ამერიკის პრეზიდენტის გზავნილი სამომავლო თანამშრომლობისთვის პოზიტიურ ნაბიჯად ცხადდება. არაერთგვაროვანი მოლოდინების პარალელურად, ურთიერთბრალდებების მიზეზია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პასუხი, რომლითაც პირადი შანტაჟის პირობებში ბიძინა ივანიშვილმა რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ვინ როგორ გაიგო შტატებიდან გამოგზავნილი წერილის შინაარსი და ამერიკის ელჩის მოთხოვნაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის პასუხი – სალომე ქოქიაშვილის ჩართვა #მოამბე