„გზა თავისუფლებისკენ“ - დოკუმენტური ფილმი საქართველოს პირველ პრეზიდენტზე

„გზა თავისუფლებისკენ“ – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს საქართველოს პირველ პრეზიდენტზე ზვიად გამსახურდიაზე, რომლის ჩვენებაც დღეს ზუგდიდში გაიმართა. ფილმის ავტორი და რეჟისორი ჟურნალისტი ირაკლი შონიაა, რომელმაც ყველა ის ადგილი მოინახულა, სადაც დევნილ პრეზიდენტს ყოფნა მოუხდა.

ფილმზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ირაკლი შონიამ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვა გააცნო. ფილმის ჩვენებას ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.