„გვირილობა“ ქუთაისში

ქუთაისში ტრადიციული დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება.

ცენტრალურ ნაწილში კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია და ფეხით მოსიარულეებისთვის ნებადართულია სეირნობა.

ქალაქში დილიდან სტუმრებს ელოდებიან, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.