გვარამიას გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სხდომას ესწრებოდა ნიკა გვარამია. პროკურორის განმარტებით, გვარამიამ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას გულისხმობს. გვარამია პროცესზე პოპკორნით მივიდა. პროკურორის თქმით, გვარამიას  მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხეც. ნიკა გვარამიას თქმით, ის არ აღიარებს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, რადგან მისი თქმით, კომისია არაკონსტიტუციურია. გვარამიას თქმით, ის არანაირ კომისიაზე მისვლას არ აპირებს. მისივე თქმით, ის გირაოს თანხის გადახდასაც არ აპირებს. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.