ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად აქციები გაიმართა რეგიონებში. სლოგანით – „მედია ყოველთვის მოიგებს“ ქუთაისში გამოვიდნენ. ცენტრალურ მოედანზე ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. აქცია მოეწყო ბათუმსა და გორშიც. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.