ამერიკული როკ-ჯგუფის Guns N’ Roses-ის ქართული ტურნე და „ბულინგის მორიგი ტალღა“ – ასე აფასებენ მმართველ გუნდში ცნობილი ამერიკული ბენდის მისამართით საზოგადოების ნაწილისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ მოწოდებებს. სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა, რომ შეკვეთილში დაგეგმილი ხელისუფლების მიერ დასპონსორებული და ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი კონცერტი, მაშინ, როდესაც ქვეყანაში სახალხო პროტესტის 51-ე დღეა, არასწორია. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ მიზანი 30 მაისს დაგეგმილი კონცერტის ჩაშლაა.
სოციალურ ქსელში Guns N’ Roses-ის მოუწოდებენ, არ ჩამოვიდნენ საქართველოში, სალომე ზურაბიშვილი კი წერს, რომ ახლა საქართველოში კონცერტის დრო არაა.