გუმათში „ნამახვენჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გრძელდება

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება. პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებას დანაპირებს კიდევ ერთხელ ახსენებენ და მოუწოდებენ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გამოსვლები არ შეწყდება და თბილისში, 23 მაისს დაგეგმილი აქციისთვის მზადებაც აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ გუმათში კვლავ მობილიზებულია პოლიცია. მათ გზა ამ დრომდე რკინის კონსტრუქციის ნაწილით და ჯებირებით აქვთ გადაკეტილი. სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილება კვლავ აკრძალულია.

მოამბე