„გულაგი. საბჭოთა ამბავი“, II და III ნაწილი – „დოსიე“, 20 დეკემბერს, 22:30
გულაგი – საბჭოთა ბანაკების ქსელი. სისტემური ბოროტების წითელი ჯოჯოხეთი, ათწლეულების მანძილზე მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ბიბლიური ტანჯვა დანაშაულისთვის, რომელიც მხოლოდ ბოლშევიკი ლიდერების დემონური წარმოსახვის ნაყოფი იყო. სოლოვკის მონასტრის პირველი საკონცენტრაციო ბანაკიდან, ასობით სიკვდილის ბანაკების გავლით – 1953 წლის ამნისტიამდე. ორშაბათს, ღამის ეთერში, პატრიკ როტმანის დოკუმენტური ტრიპტიქი „გულაგი. საბჭოთა ამბავი“, II და III ნაწილი. სტუმარი – მწერალი, ლაშა თაბუკაშვილი პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“.