გუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართა

გუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართა.

ღონისძიება საგარეო უწყების ინიციატივით და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ჩართულობით ჩატარდა.

ტურნირი უკვე მესამედ მოეწყო და მისი მიზანი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციაა. შეჯიბრში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულებს სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული ჯილდოები გადაეცათ.