გუდამაყრის ხეობაში კლდე ჩამოიშალა

ამ წუთებში გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ოშპიტელთან, სადაც გვიან ღამით კლდის დამატებითი მასა ჩამოწვა, მძიმე ტექნიკა მუშაობს. სტიქიის ზონაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, არსებულ ვითარებას ადგილზე გეოლოგები ეცნობიან. ჩამოშლილმა კლდემ 22 სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყვიტა.

რა ვითარებაა ახლა სტიქიის ზონაში, ბოლო ინფორმაციას ადგილიდან მაკა არჩევნიშვილი მოგვაწვდის.