გრიგორი კარასინი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს

გრიგორი კარასინი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ საერთაშორისო არენაზე რუსეთის მიმართ მტრული ქმედებები, 2012 წელს დაწყებული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს საფრთხის წინაშე აყენებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა. სამწუხაროდ, პოლიტიკურ სფეროში პოზიტიური ტენდენცია არ შეინიშნება. თბილისი კვლავ არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, აგრძელებს მტრულ საქმიანობას საერთაშორისო პლატფორმებზე, ხალისით მონაწილეობს რუსეთის შეკავების ნატო-ს სტრატეგიაში,– განაცხადა გრიგორი კარასინმა. რუსმა დიპლომატმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება არ გამორიცხა, თუმცა მისი თქმით, ამას დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა უშლის ხელს.