გრიგოლ ვაშაძემ მარნეულში მერობის კანდიდატად აგილ მუსტაფაევი წარადგინა
გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მარნეულის მერობისთვის შუალედურ არჩევნებში აგილ მუსტაფაევი იბრძოლებს.
მერობის კანდიდატი ენმ-ის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ წარადგინა. მუსტაფაევმა ამომრჩევლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების შემდეგ, მარნეულში აღმოიფხვრება ნეპოტიზმი და კორუფცია. ასევე მოგვარდება ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები.