გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება – პოლიტიკური შეფასებები
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ბრალდებულის სტატუსი აქვს.
პრემიერად ირაკლი კობახიძის წარდგენის შემდეგ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კორუფციის ბრალდებით ექს-მაღალი თანამდებობის პირს აკავებენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილის გარდა ბრალი აქვს წარდგენილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც ცოტა ხნის წინ გირაო შეუფარდეს. მმართველი გუნდი კორუფციის წინააღმდეგ გამკაცრებულ პოლიტიკას მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად და ამოცანად აცხადებს. თუმცა, სხვა ვერსია აქვთ ოპონენტებს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მიმდინარე დაკავებები და ბოლო პერიოდში აღძრული სისხლის სამართლის საქმეები შიდა კლანური დაპირისპირების შედეგია.
რა გამოხმაურება მოჰყვა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის დაპატიმრებას, – ანა ბროლაძემ მოისმინა პოლიტიკური შეფასებები.