გრიგოლ გეგელია „ბავშვთა საგანგებო ფონდის“ შექმნას ითხოვს

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ გეგელია „ბავშვთა საგანგებო ფონდის“ შექმნას ითხოვს. მისი თქმით, ბავშვთა შიმშილობის სტატისტიკა ქვეყანაში თითქმის ყოველდღიურად იზრდება და ზოგჯერ მდგომარეობა უმძიმეს შემთხვევებამდეც მიდის.

კანდიდატის თქმით, აუცილებელია სახელმწიფო ავტოპარკის შემცირება და დაზოგილი თანხების ფონდში გადარიცხვა. გეგელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ხელფასის ნახევარს აღნიშნულ ფონდში გადარიცხავს.