გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

„საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ გახსნა და გრიგოლ ფერაძის განვლილი ცხოვრება გაიხსენა. სიტყვით ასევე გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი.