გრენლანდიის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კუნძული ნატო-მ უნდა დაიცვას. „ნატო-ს ყველა წევრ სახელმწიფოს, შეერთებული შტატების ჩათვლით, აქვს საერთო ინტერესი გრენლანდიის დაცვაში“, – ნათქვამია კუნძულის მთავრობის განცხადებაში, სადაც ხაზგასმულია, რომ ისინი არ დაეთანხმებიან შტატების მიერ გრენლანდიის მიტაცებას. შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა აქტიურად დაიწყო საუბარი გრენლანდიის კონტროლის სურვილზე. ტრამპი და მისი მრჩევლები გრენლანდიის შეძენის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. საპასუხოდ, დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შტატების მიერ გრენლანდიის ძალისმიერი ანექსია, ნატო-ს დასასრული იქნება.