გორში საბავშვო ბაღი გაქურდეს

12:11, 17.01.2018

გორში საბავშვო ბაღი გაქურდეს. თანამშრომელთა განცხადებით, წაღებულია ორი კომპიუტერი და ტელევიზორი. არსებული ინფორმაციით, ბაღში დარაჯი არ იმყოფებოდა და დამნაშავეები შენობაში ფანჯრიდან შევიდნენ.

მომხდარის გამო, საბავშვო ბაღში სამუშაო პროცესი ჩაიშალა.

მსგავსი