გორში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული გარდაცვლილის ბინას ქირაობდა. მასთან მორიგი სტუმრობის დროს, ოქროს ნივთის მოპარვა დააპირა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც დაკავებულმა 74 წლის ქალს თავში ბოთლი რამდენჯერმე ჩაარტყა, რის შედეგადაც ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებულმა შემთხვევის ადგილის დატოვებამდე ოქროს საყურე მოიპარა, რომელიც მოგვიანებით, რუსთავში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარა. დაკავებული ქალი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.