გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 2008 წლის მოვლენები გაიხსენეს. ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ, ომში გარდაცვლილ სამხედრო და საერო პირთა მემორიალთან გორისა და ატენის მიტროპოლიტმა დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.