გორის დღეები 2026
გორში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2026“ აღინიშნა. ლომჭაბუკის სკვერში მოეწყო სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები. მოეწყო: ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივი შემსრულებლებლების მონაწილეობით მიმდინარეობდა კონცერტი. დღის მთავარი მოვლენა კი სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდის საიუბილეო კონცერტი და გორის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება იყო. საპატიო გორელი წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, ათი ადამიანი გახდა.