გორში ცამეტი საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტება

გორში 13 საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტება. ამის მიზეზი ბუნებრივი აირის სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებია. პრობლემის მოგვარებამდე, სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლა შეჩერდება.

ბაღების სააგენტოს მენეჯერი აცხადებს, რომ შესაცვლელია გაზის ონკანები. ღია წვის გამათბობლებს კი დახურულკამერიანი მოწყობილობებით ჩაანაცვლებენ. ბავშვების ისევ მიღებასა და მომსახურებას, დაწესებულებები სისტემის მოწესრიგების შემდეგ შეძლებენ. გორში სულ 18 საბავშვო ბაღია, საიდანაც 13-ში ხარვეზები დაფიქსირდა.