გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

80 წლის ასაკში მსახიობი და რეჟისორი, გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა.

საქართველოს სახელმწიფო პრემიის და კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი 34 ფილმშია გადაღებული. საყოველთაო პოპულარობა კი კარიერის დასაწყიში, მიშა კობახიძის ფილმ „ქორწილში“ შესრულებულმა როლმა მოუტანა. გოგი ქავთარაძემ სხვადასხვა თეატრის სცენაზე 90-მდე სპექტაკლი დადგა. 1990-1991 წლებში, გოგი ქავთარაძე საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრად აირჩიეს. მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. ხელმძღვანელობდა საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირს.

დატოვე კომენტარი