გოგი დოლიძე - 65

20 წლის წინ, ის მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერლად აღიარეს. ძირითადად ასრულებდა საესტრადო სიმღერებს, თუმცა მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ხალხურ ფოლკლორსაც. გოგი დოლიძე დღეს 65 წლის გახდებოდა. მუსიკალური კარიერა ფოლკლორულ ანსამბლ „ფაზისით“ დაიწყო, შემდეგ იყო „ქართული ხმები“.

საქართველოს დამსახურებული არტისტი და შესრულების გამორჩეული სტილის მქონე მომღერალი 17 წლის განმავლობაში პირველ არხზე მუშაობდა.