გოგა ხაინდრავას განცხადება

დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სასირცხვილო, – ასე გამოეხმაურა რეჟისორი გოგა ხაინდრავა აგვისტოს ომის 12 წლისთავს. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანას და ისტორიას უღალატეს. მისივე თქმით, რუსული აგრესიისადმი დამოკიდებულება ცალსახაა. ხაინდრავას განცხადებით, ცხადი იყო, რომ რუსეთი აგრესიისთვის ემზადებოდა, რადგან როკის გვირაბთან იდგა რუსეთის არმიის 58-ე არმია და ელოდებოდნენ ნიშანს, რომელსაც მისცემდა სააკაშვილი და მისი ბიძა, ალასანია. ხაინდრავა ამბობს, რომ  ყოფილი ხელისუფლება სახელმწიფო ღალატისთვის აუცილებლად გასამართლდება.