გოგა ხაინდრავას განცხადება

გოგა ხაინდრავას „ნაციონალური მოძრაობის მიერ“ 7 ნოემბერს მიტინგის დანიშვნა წარმოუდგენლად მიაჩნია. მისი განცხადებით, ოპოზიციაში ყოფნის ათი წლის თავზე ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ წააგო ყველაფერი, რისი წაგებაც შეიძლებოდა. მან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაც გაიხსენა.

შეგახსნებთ, რომ ოპოზიციამ აქცია გუშინ 7 ნოემბერს დააანონსა, თუმცა მალევე თარიღი შეცვალეს და მხარდამჭერებს 6 ნოემბერს მოუწოდეს გამოსვლისკენ.