გოგა ხაინდრავა 7 ნოემბრის სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. რეჟისორის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები პატარკაციშვილთან დაკავშირებით, ერთგვარი აღიარებაა ორგანიზატორებთან დაკავშირებით. ხაინდრავას თქმით, სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ვერსია აშშ-დან, კერძოდ კი გამოძიების ფედერალური ბიუროდან იმართებოდა.
კინორეჟისორი ითხოვს, ამერიკის საელჩომ დაადასტუროს ან უარყოს ეს ინფორმაცია. ის ასევე მიმართავს პროკურატურას, მოიძიოს ყველა სამხილი, რომლითაც დადგინდება, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა იყო წინა ხელისუფლების მიერ შეკვეთილი.