გოდერძი ჩოხელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოხში, გოდერძი ჩოხელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მწერლის მშობლიურ სოფელში, მის სახლ-მუზეუმთან სტუმრებმა და ადგილობრივებმა გაიხსენეს ქართველი მწერლის, პოეტისა და კინორეჟისორის ცხოვრება და შემოქმედება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დოღი და შესრულდა მუსიკალური ნომრები.