„ლაგუნა ვერესთან“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
გეგმის მიხედვით, ტერიტორიიდან ბენზინგასამართი სადგურების და სხვადასხვა ობიექტის მთლიანი დემონტაჟი მოხდა. შედეგად საავტომობილო გზა გაფართოვდა და მას კიდევ ერთი ზოლი დაემატა. მოლოდინია, რომ სიახლე დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ კვანძს მნიშვნელოვნად განტვირთავს. დამონტაჟდა ე. წ. ჭკვიანი შუქნიშნები, რომლებიც მოძრაობას ნაკადების მიხედვით ავტომატურად დაარეგულირებს.