გლოვის დღე – სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაშვებულია

12:01, 22.11.2026

ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 ნოემბრის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 22 ნოემბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე. დაშვებულია დროშები: საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, ასევე თბილისის მერიისა და რაიონული გამგეობების შენობებზე. გლოვის დღეს შეუერთდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაც.

დღეს საქართველო, 19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილებს გლოვობს. საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.

მსგავსი