გლოვის დღე ესპანეთში - დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ესპანეთში ვალენსიის რეგიონის წყალდიდობას საუკუნის ყველაზე მძიმე ბუნებრივ კატასტროფად აფასებენ – წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. დანგრეულია სახლები, გზები, ხიდები. რამდენიმე რეგიონამდე მაშველების მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დაზარალებული რეგიონების დახმარებას ჯარისკაცები და მოხალისეები ცდილობენ. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ევაკუაცია გაცილებით უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. მეცნიერები წყალდიდობის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებენ.