გლოვის დღე

6 აპირილი საქართველოში გლოვის დღეა.

ქვეყანა ტყიბულში დაღუპულებს გლოვობს. მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილების სხსოვნის პატივსაცემად დღეს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახეlმწიფო დროშები დაეშვა.

მინდელის შახტში გუშინ 6 ადამიანი დაიღუპა. სამმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. გამოძიება სისხლის სამათლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.