გლობალური ტერორიზმის 2025 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო ტერორისგან თავისუფლებით, ევროპაში პირველ ადგილზეა სხვა საუკეთესო 11 ქვეყანასთან ერთად, თანაბარი შეფასებით. ახალი მონაცემით, ჩვენმა ქვეყანამ სარეიტინგო პოზიცია ექვსი ადგილით გაიუმჯობესა და ტერორის ნულოვანი დონით, საუკეთესო, ანუ ბოლო მე-100 ადგილზე გავიდა.
საქართველო ტერორისგან თავისუფლებით უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ნატო-სა და ევროკავშირის წევრ 20-ზე მეტ სახელმწიფოს. მონაცემს საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებდა, ამასთან ევროპისა და ასევე შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე, კონკრეტულად კი მეშვიდე ადგილზე იყო. კვლევის თანახმად, 2012 წლის შემდეგ, რეიტინგი საქართველოს 59 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.