გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადინა, რომ მიმდინარე წლის 15 ივნისს გლდანის დასახლებაში  1983 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა პირმა, შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1986 წელს დაბადებულ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული რამდენიმე საათში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობილი გახდა 1982 წელს დაბადებული პირისთვის, რომელმაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამართალდამცავებს არ შეატყობინა. აღნიშნული პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.